კატარის ენერგეტიკის მინისტრი ევროპას მომავალი წლისთვის გაცილებით უარესი კრიზისის შესახებ აფრთხილებს.
როგორც საად ალ კააბი ამბობს, 2023 წელი გაცილებით რთული იმ შემთხვევაში იქნება თუ უკრაინაში ომი გაგრძელდა, ევროპაში კი რუსული გაზის მიწოდება არ განახლდა. კააბი ამბობს, რომ გაზის არსებული მარაგების პირობებში წლევანდელ ზამთარს ევროპა კარგად გაივლის და რთული პერიოდი მომავალი წლიდან დაიწყება.
რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების თითქმის სრულად შეწყვეტის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებისთვის კატარმა მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ქვეყანა თხევადი გაზის [LNG] ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია ისეთი მომავალი, როცა ევროპას რუსული გაზი არ მიეწოდება.
“ამ შემთხვევაში პრობლემა გაღრმავდება და თან გახანგრძლივდება. როცა შენ არ გაქვს იმ მოცულობის გაზი რომ ჩაანაცვლო, მაშინ ამბობ რომ ბირთვული სადგურების აშენებას აპირებ ან/და ქვანახშირს იყენებ”,-აცხადებს საად ალ კააბი.
გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთისგან დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მიიღეს, რაც ბლოკის მოხმარების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ნორვეგიიდან გაზის იმპორტითა და LNG-ით ჩაანაცვლებს.
როგორც FT წერს იმისთვის, რომ ევროკავშირმა რუსული გაზი სრულად ჩაანაცვლოს ამისთვის მას წლიურად 112 მლნ ტონა LNG სჭირდება, რაც დღეს წარმოებული თხევადი გაზის თითქმის მესამედია. თავად კატარს, რომელსაც საკუთარი წარმოების 70% უკვე არსებული კონტრაქტებით აზიის ბაზარზე გააქვს ამ ეტაპზე ევროკავშირში მხოლოდ 10-15%-ის გატანა შეუძლია. კატარის ენერგეტიკის მინისტრმა ევროკომისიაც გააკრიტიკა რუსულ გაზზე საფასო ჭერის დაწესების გამო. "თავისუფალი ბაზარი ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია",- განაცხადა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი