მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატარში მსხვილ სავაჭრო ქსელში 50 დასახელების ქართული პროდუქტი გაიყიდება

60c1bdee6b4c4
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.21 11:30
1774
კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და სპარსეთის ყურის რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელების კომპანია Lulu Hypermarket-ის მრავალთვიანი ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



უწყების ცნობით, 2021 წლის 9 ივნისიდან დოჰასა და კატარის სხვა ქალაქებში არსებულ Lulu Hypermarket-ის 14 სავაჭრო ობიექტში კატარელი მომხმარებლები სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქტების შეძენას შეძლებენ. „მინერალური წყალი,ნატურალური წვენები, ჩაი, ყავა, კომპოტი, ჩირი, შოკოლადი - ამ და სხვა მზა პროდუქციასთან ერთად, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ქსელში განთავსდა ქართული სეზონური ხილი და ქართული ცხვრის ხორცი.

ქართული პროდუქციის Lulu-ს ქსელში განთავსების აღსანიშნავი ღონისძიება, სლოგანით ქართული პროდუქტების ფესტივალი 2021 (Georgian Food Festival 2021), საზეიმო ვითარებაში კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და Lulu Group International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ალტაფმა გახსნეს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.



უწყების ინფორმაციითვე, ხსენებული ფესტივალის ფარგლებში, მომდევნო 7 დღის განმავლობაში, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ობიექტებში კატარულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები განხორციელდება.