მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატარში ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ქართული ღვინის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი - ელჩი

6298c63f73f64
მარიამ ვარადაშვილი
03.06.22 09:00
649
კატარში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი აცხადებს, რომ ქართული ღვინის შეძენა სხვადასხვა სასტუმროში იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან კატარში ქართული ღვინის ექსპორტი წელს პირველად განხორციელდა. როგორც რევაზიშვილი ამბობს, საქართველოში წარმოებული ღვინის ექსპორტი Qatar Distribution Company-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომელსაც ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების შეტანაზე ექსკლუზიური ლიცენზია აქვს.

“კატარი ალკოჰოლური სასმელების კუთხით ცოტა სპეციფიკური ქვეყანაა, რადგან ალკოჰოლის მოხმარება მხოლოდ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებშია დაშვებული. ამასთან, ლიცენზირებულია ერთადერთი კომპანია Qatar Distribution Company [კატარის სადიტრიბუციო კომპანია], რომელიც Qatar Airways-ს ეკუთვნის. მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, რათა დაგვერწმუნებინა Qatar Airways და ხსენებული კომპანია ქართული ღვინის კატარში იმპორტზე. საბოლოოდ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ამ თვიდან Qatar Distribution Company-ში ქართული ღვინო გამოჩნდა. აქედან გამომდინარე, კატარში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ქართული ღვინო და სულ მალე ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში დააგემოვნონ”,-აცხადებს რევაზიშვილი.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, კატარში საქართველოს ელჩი თქმით, მოთხოვნაა ქართულ თაფლზე, ჩირზე, ორგანულ წვენებსა და ცხვრის ხორცზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 27 მაისიდან კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო განთავსდა.

სამინისტროს ცნობითვე, წელს ქართული ღვინის ექსპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როცა კატარი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, რის გამოც ქვეყანას მრავალი ვიზიტორი ეწვევა.