მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კათარზისის" ბენეფიციარები საკვებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს სახლში იღებენ

5e78d44fc5794
BM.GE
23.03.20 19:21
853
„კათარზისის“ ბენეფიციარები საკვებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს სახლში იღებენ.

რადგან Covid 19-ის გავრცელების პერიოდში, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ხანშიშესული ადამიანები წარმოადგენენ, “მოხალისეთა ჯგუფის” ინიციატივით და დახმარებით სწორედ მათ დასახმარებლად გაერთიანდნენ კერძო კომპანიები.

Glovo-სა და Visa-ს უპრეცედენტო ინიციატივით, Glovo-ს გამოძახების შემთხვევაში Visa ბარათით გადახდისას, თქვენ მიერ გადახდილ საკურიერო მომსახურების თანხას Visa აორმაგებს და Glovo-ს პარტნიორი კურიერები ამ თანხით კათარზისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებისთვის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკვების ყოველდღიურად მიწოდებას უზრუნველყოფენ.

Glovo საქართველოს გენერალური მენეჯერი, გიგა ქერქაძე: “გასული შაბათ-კვირის განმავლობაში კათარზისის 170-მდე ბენეფიციარს მიეწოდა საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ კურიერებს, რომლებიც ყველა წესის დაცვით, ნიღბითა და სადეზინფექციო ხსნარებით აღჭურვილნი ახორციელებენ მიტანის სერვისს თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის მასშტაბით და ხელს უწყობენ ადამიანებს, შეასრულონ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, დარჩნენ სახლში. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა Visa-ს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გადახდას Visa ბარათით ახორციელებს, თქვენი დახმარებით ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოვემსახურებით იმ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა დავიცვათ. და ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ მოხალისეს და კათარზისის თანამშრომელს, ვინც ჩართული არის ამ პროექტში ყოველდღიურად და უზრუნველყოფს პროცესის გამართულად მუშაობას.”

სახლში დარჩენის გარდა, უმნიშვნელოვანესია ასევე ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა, რომელზეც კომპანია “ნავნემ” იზრუნა. მათ მიერ გამოყოფილი პირველადი საყოფაცხოვრებო და სადეზინფექციო საშუალებები ბენეფიციარებს ასევე სისტემატურად დაურიგდებათ.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის ასეთ რთულ დროს მათ გვერდით ვიდგეთ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა. დისქაუნთერ მაღაზიათა ქსელ “ნავნესთვის” თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, 19 მარტიდან დროებით შევაჩერეთ მაღაზიების მუშაობა საქართველოს ყველა ქალაქში. ჩვენ ვიზრუნეთ ასევე ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, რომლებსაც დიდი რაოდენობით მივაწოდეთ სადეზინფექციო საშუალებები და სიამოვნებით შევუერთდით Glovo-სა და Visa-ს ინიციატივას, დავხმარებოდით რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს. იმედი მაქვს, ამ გამოწვევას, რის წინაშეც ქვეყანა დადგა, ერთად გავუმკლავდებით.” - ამბობს “ნავნეს” დამფუძნებელი, ეკატერინე ნადირაძე.

Glovo-ს გამოძახება არასოდეს ყოფილა ასეთი სასარგებლო, ერთად დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ ეს მძიმე პერიოდი მოხუცებს!
NS