მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რუსეთის მოქალაქეებმა ერთ დღეში დააფუძნონ კომპანიები - ჭუმბურიძე

6278f1447da37
თელარა გელანტია
09.05.22 14:44
1887
2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით 147 კომპანია (შპს და უცხო ქვეყნის კომპანიის ფილიალი) დარეგისტრირდა, მთლიანად პირველ კვარტალში კი - 191 რუსული ბიზნესი. აღნიშნული სტატისტიკა BMG-ს საქსტატმა მიაწოდა. აღსანიშნია, რომ თვეზე მეტია, BMG საჯარო რეესტრისგან ელოდება სრულ ინფორმაციას წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებული რუსული სუბიექტების შესახებ, სამართლებრივი ფორმების მიხედვით.

ამასთან, IDFI-ს მონაცემებით, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოვიდა რუსეთის 43,152 მოქალაქე, ხოლო გავიდა დაახლოებით 40%-ით ნაკლები 25,951 პირი. შედეგად 2022 წლის მარტში 2019 წლის მარტთან შედარებით, ქვეყანაში დარჩენილი (შემოსულ და გასულ პირებს შორის სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების მაჩვნებელი 559%-ით არის გაზრდილი.

რუსეთ-უკრაინის ომის და ოკუპანტი ქვეყნისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით, წარმოადგენს თუ არა გარკვეულ საფრთხეს ქვეყანაში რუსული კომპანიების რეგისტრაცია - ამ კითხვით bm.ge-მ საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელს მიმართა. 

სანდრო ჭუმბურიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების შესაბამისმა შტოებმა რუსული კომპანიების რეგისტრაციის თემას მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ.

„მე თუ მკითხავთ, ნებისმიერი სახელმწიფო, ამ ვითარებაში, როგორშიც დღეს საქართველოა ანუ ოკუპირებული რუსეთის მიერ და როდესაც რუსეთის მოქალაქეები ასე ინტენსიურად შემოდიან, აუცილებელია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბოს და ყველა შესაბამის უწყებას ჰქონდეს ზედმიწევნით გაწერილი ინფორმაცია, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე და სხვათაშორის ჩვენი საზოგადოებაც უნდა იყოს ინფორმირებული.

პირდაპირ გეტყვით, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ასე შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა ერთ დღეში დააფუძნონ კომპანიები. ესაა ჩემი პირადი მოსაზრება, მითუმეტეს, როდესაც სანქციებთნ გვაქვს ასეთი რთული და მოზომილი დამოკიდებულება.

იცით რა, ნუ გავაკეთებთ ისე, რომ შემდგომში ჩვენ გაგვიჩნდეს სერიოზული ამოსახსნელი ამოცანა, რომელიც შეიძლება ვერც ამოვხსნათ და მივიღოთ ის, რაც არ უნდა მივიღოთ და შეიძლება, ამაზე ძალიან სერიოზულად იმსჯელოს ევროკავშირმა.
ჩვენ ვართ არაორდინალურ მდგომარეობაში და უნდა გვესმოდეს, რომ პრაქტიკულად, დამოუკიდებლობის დღიდან, რუსეთთან ეგზისეტენციალური პრობლემა თითოეული რუსული დაფუძნებული კომპანია, რომელსაც შემდეგ ვერ მოსთხოვ გაუქმებას, შეიძლება, პრობლემად იქცეს ჩვენი ეკონომიკისა და ზოგადად, სახელმწიფოს განვითარებისთვის, ამიტომ ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს“, - აცხადებს სანდრო ჭუმბურიძე.