მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავასაკის სინდრომი - აშშ-ში ბავშვებში COVID-19-ის მწვავე დამძიმების შემთხვევები აღირიცხა

5eb803999d886
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.20 17:15
3947
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ, ბავშვებში COVID-19-ის დამძიმების შემთხვევების შესახებ გააკეთა განცხადება. კუომოს თქმით, ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვები ვირუსის წინაშე უფრო დაუცველები არიან, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო შეფასებული. 

შტატის გუბერნატორის თქმით, ბავშვებში დაფიქსირდა COVID-19-ის დამძიმების 73 შემთხვევა, რომელიც, კავასაკის სინდრომის მსგავსია.

ამ დამძიმების შედეგად შტატში სამი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

„კავასაკის“ სინდრომი აქამდე აზიის გარკვეულ რეგიონებისთვის იყო დამახასიათებელი და სტატისტიკურად წელიწადში 100 ათასი ბავშვიდან 8-ში ვლინდებოდა. დაავადება „კავასაკი“, რომლის წარმოშობის მიზეზიც დღემდე გაურკვეველია, იწვევს ციებ-ცხელებას, ლიმფურ-კვანძოვან პრობლემებს, გამონაყარს, ხოლო გართულების შემთხვევაში, გულის არტერიის ანთებას.

ნიუ-იორკ თაიმსის ინფორმაციით, კავასაკის სინდრომის შემთხვევები სხვა შტატებშიც გამოვლინდა, მათ შორის აღირიცხა შემთხვევები კალიფორნიაში, ლუიზიანასა და მისისიპიში. ევროპაში კი 50-მდე ამგვარი შემთხვევა არის აღრიცხული.