მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KAVEULI-ს პროდუქცია იტალიაში გაიყიდა

61de9d358b7ac
მარიამ იზორია
12.01.22 22:39
587
ქართული ბრენდის KAVEULI-ს არტიზანული სუნამო KAVEULI PARFUM და სამკაულები 2021 წელს პირველად გავიდა საერთაშორისო ბაზარზე. პროდუქცია იტალიაში ყოველწლიურ ბაზრობაზე გაიყიდა.

ბრენდის დამფუძნებელი bm.ge-ს უყვება, რომ მათმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას 2022 წელსაც განიხილავენ.

“2021 წლის ბოლოს, დეკემბერში, KAVEULI-ს პროდუქცია იტალიაში გაიყიდა. ეს იყო ყოველწლიური არტიზან დიზაინერების მარკეტი, სადაც ჩვენი სუნამო KAVEULI PARFUM და სამკაულები წარვადგინეთ. ექსპორტი ჯერ ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ეს ბრენდის მთავარ მიზნად და გეგმად რჩება”, - ამბობს თამარა ქაფიანიძე.

კომპანია KAVEULI-მ, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ სამკაულებს აწარმოებდა, პირველი სუნამო KAVEULI PARFUM დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნა. ბრენდი ამ დროისთვის ორ სუნამოს ქმნის. მათ შორის “ვენერას”, რომელიც მიმდინარე წლის სიახლეა.