მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასია” დეკემბერში რძის პროდუქტების რეალიზაციას დაიწყებს

61a76288528a8
მარიამ იზორია
02.12.21 09:45
954
შვეიცარიული, აგრარული სკოლა "კავკასია" მიმდინარე თვეში რძის პროდუქტის, 4 სახეობის ყველის, რძისა და იოგურტის რეალიზაციას დაიწყებს, უახლოეს მომავლში კი კარაქის წარმოებასაც გეგმავს.

როგორც bm.ge-ს აგრარული სკოლა “კავკასიის” დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, პროდუქტი ქსელურ მარკეტებში არ შევა და თბილისში, კომპანიის პატარა სივრცეში გაიყიდება, სამომავლოდ კი მიწოდება ჰორეკა სექტორისთვისაც განიხილება.

"ამ დროისთვის ჩვენი პროდუქტი არსად იყიდება, მხოლოდ სკოლაში მოვიხმართ; მიმდინარე თვეში კი უკვე რეალიზაციასაც დავიწყებთ, ქსელურ მარკეტებში შეტანა არ იგეგმება, კომპანიას ქალაქის ცენტრში პატარა კუთხე ექნება, სადაც რძის პროდუქტი გაიყიდება, რაც შეეხება ჰორეკა სექტორს, ჩვენი ნაწარმის მიწოდება განიხილება”, - განმარტავს თინათინ მახარაძე.

ინფორმაციისთვის, დმანისის მუნიციპალიტეტში, სადაც შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს, კომპანია საკუთარ ფერმასაც ფლობს, საიდანაც რძის პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს იღებს და პროდუქციას შვეიცარული ტექნოლოგიით ადგილზევე ამზადებს.