02.ივლისი .2020 17:27

„კავკასიას“ ინკასო დაადეს" - ნინო ჯანგირაშვილი

„კავკასიას“ ინკასო დაადეს" - ნინო ჯანგირაშვილი
views 588
უკან

ტელეკომპანია „კავკასიას“ ანგარიშზე ინკასო დაადეს, - ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი Facebook-ში თავის გვერდზე წერს.

„მადლობა ჩემო ძვირფასო სახელმწიფო: ინკასო კავკასიის ანგარიშზე. დავალიანება 29 000 ლარი.

ელექტრონული ფორმით გაგზავნილი მოთხოვნა დავალიანების, მათ შორის ქონების გადასახადის ერთწლიან განწილვადებაზე უარყოფილია.

სამაგიეროდ “იმედის” და “რუსთავი 2”–ის 55 მილიონი გადანაწილებულია 5 წელზე.
ქოცი მავნებელია. ჯამი ჭურჭელია“, - წერს ჯანგირაშვილი.

ინფორმაციისთვის: „რუსთავი 2“-ის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 28 მილიონი ლარი, ტელეკომპანია „იმედის“ - 19 მილიონი ლარი, „მაესტროსი“ კი 8 მილიონი ლარია. უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ რა დროზე გადანაწილდებოდა დავალიანება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა