მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდე პრაისი იქნება

64809c9cddccf
BM.GE
07.06.23 18:49
944
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალი რეგიონალური დირექტორი როლანდე პრაისი იქნება, რომელიც უფლება-მოვალეობების შესრულებას 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება. პრაისი ამ თანამდებობაზე სებასტიან მოლინეუსს შეცვლის, რომელიც მსოფლიო ბანკის ოფისს 2019 წლიდან ხელმძღვაბელობდა. 

დღეს როლანდე პრაისმა მის წინამორბედთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა. მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა როლანდე პრაისს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, სებასტიან მოლინეუსს კი, საქართველოს მთავრობასთან ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა როლანდე პრაისს და სებასტიან მოლინეუსს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს განვითარებაში მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. აღინიშნა, რომ სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ზრდასა და მოდერნიზაციაში.

მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი პორტფელი 15 აქტიური ინვესტიციისგან შედგება და საერთო ჯამში 1.5 მილიარდი აშშ დოლარია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ.

პრაისი მსოფლიო ბანკის სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობს. მას აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან; იურისტის დოქტორი მაიამის უნივერსიტეტიდან და მეცნიერების ბაკალავრი საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში ნიუ-იორკის სითი უნივერსიტეტიდან.