06.აპრილი .2021 00:30

“კავკასიის ავტოიმპორტი”: რეგიონში რეექსპორტის ჰაბის ფუნქციას ვინარჩუნებთ, რაც შავი ზღვის დამსახურებაა

“კავკასიის ავტოიმპორტი”: რეგიონში რეექსპორტის ჰაბის ფუნქციას ვინარჩუნებთ, რაც შავი ზღვის დამსახურებაა
views 631
უკან

2005 წლიდან საქართველო ავტომობილებით ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად ავტომობილების წარმოების გარეშე ჩამოყალიბდა. აქ ავტომობილები ძირითადად იაპონიიდან და ამერიკიდან შემოდის, რომლებიც შეკეთების შემდეგ ადგილობრივ და რეგიონის ბაზრებზე იყიდება. შედეგად, ავტომობილები საქართველოს საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი საქონელია.

როგორც “საქმიან დილაში” საუბრისას “კავკასიის ავტოიმპორტის” გაყიდვების დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განაცხადა, 2020 წელს კომპანიაში რეექსპორტის მაჩვენებელი 45%-ით შემცირდა, რაც ძირითადად სომხეთში საბაჟო გადასახადების ზრდის შედეგად მოთხოვნის შემცირებით იყო განპირობებული. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ახალი ბაზრების გამოჩენაზეც გააკეთა აქცენტი.

“რომ არა სომხეთის ფაქტორი, გასულ წელს კლება დაახლოებით 20%-იანი იქნებოდა. ამ ბაზრის არარსებობამ დიდი დარტყმა მოგვაყენა. თუმცა შექმნილ სიტუაციასთან ადაპტირება მაინც საკმაოდ სწრაფად მოვახდინეთ.

2020-ს რთული, თუმცა მაინც დაძლევადი წელი იყო. სექტორს დისტანციურ გაყიდვებზე გადაწყობა არ გასჭირვებია. ისეთ აქტიურ მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობაც გავაგრძელეთ, როგორიც აზერბაიჯანი და უკრაინაა. აქვე ამბობენ, რომ მოვაჭრე ქვეყნების დინამიკაც შეცვლილია და მოთხოვნა ისეთი ბაზრებიდან წამოვიდა როგორიც ერაყი, მოლდოვა და რუსეთის ფედერაციაა, რაც ოპტიმისტური მოლოდინების საფუძველს ქმნის, რომ საქართველო მომდევნო წლებშიც ავტომობილების რეექსპორტის ჰაბის ფუნქციას შეინარჩუნებს.” - აღნიშნა ვეკუამ.

ვეკუას თქმითვე, ის რომ, საქართველო რეგიონში კვლავ რეექსპორტის ჰაბის ფუნქციას ინარჩუნებს, შავი ზღვის დამსახურებაა.
ცნობისთვის, 2017-2020 წლებში ქვეყანას რეექსპორტიდან საშუალოდ მლრდ 500 მლნ ლარის შემოსავალი აქვს. 2019 წელს რეექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 834 მლნ დოლარი, ხოლო 2020 წელს 437 მლნ დოლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა