მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავკასიის რეგიონში EBRD-ს საგარეო კომუნიკაციის წარმომადგენელი რეზო ბიწაძე გახდა

62cd32c548676
თელარა გელანტია
12.07.22 19:15
1508
კავკასიის რეგიონში EBRD-ს საგარეო კომუნიკაციის წარმომადგენელი რეზო ბიწაძე გახდა.

როგორც მან Bm.ge-ს განუცხადა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში ამ პოზიციაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

„ჩემი მოვალეობაა EBRD-ს, როგორც რეგიონში სანდო პარტნიორის რეპუტაციაზე ზრუნვა. ვმუშაობ ბაქოს, ერევნის, თბილისის და ლონდონის გუნდებთან, რათა ბანკის ფასეულობები და მიზნები ფართო საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს“, - ამბობს რეზო ბიწაძე.

ინფორმაციისთვის: EBRD-მდე რეზო ბიწაძე მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში; მანამდე კი გაეროს ჟენევის ოფისის გენერალური დირექტორის ადმინისტრაციაში.

რეზო ბიწაძეს დამთავრებული აქვს ლონდონის ეკონომიკის სკოლის (London School of Economics) ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ასევე, არის გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (Grenoble Ecole de Management) კურსდამთავრებული და რამდენიმე აკადემიური ნაშრომის ავტორი.

ცნობისთვის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორი. EBRD-ის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ბანკმა 466 პროექტში 4.8 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. ამ დროისთვის EBRD-ის მიმდინარე პროექტების საინვესტიციო პორტფელი 1.3 მლნ ევროა. აღსანიშნია, რომ ჯამურ საინვესტიციო პორტფელში კერძო სექტორის წილი 46%-ია.