მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასუს ავტო იმპორტი": საქართველოს ბაზრის მიმართ ინტერესი იზრდება

61dc44c44f879
ლიკა გურაბანიძე
11.01.22 23:00
1300
“2021 წელთან შედარებით 2022 წელს რეექსპორტი 20-25%-ით გაგვეზრდება,” - ამის შესახებ “კავკასუს ავტო იმპორტის” გაყიდვების დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს მესამე კვარტალთან შედარებით, მეოთხე კვარტალში გაყიდვების მაჩვენებლები 45%-ით გაეზარდათ.

“2021 წელს რეექსპორტის ზრდას გარკვეულწილად ხელი შეუწყო იმანაც, რომ ბაზარზე ახალი ავტომობილების დეფიციტია. ახალი ქარხნები ახალ შეკვეთებს ვერ ამზადებენ, შესაბამისად მთელი მოთხოვნა მეორად ბაზარზე გადმოვიდა. ვფიქრობთ, რომ გაყიდვები წელსაც სტაბილური უნდა იყოს.

ახალი ბაზრები ჰორიზონტზე გამოჩნდა და ჩვენი ბაზრის მიმართ ინტერესი იზრდება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულები არიან, ასევე ინტერესდებიან დასავლეთ აზიის ქვეყნებიც.” - აღნიშნა ვეკუამ.

ცნობისთვის, 2021 წლის 11 თვეში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მოცულობამ, საქსტატის მონაცემებით, 413 მლნ დოლარი შეადგინა.