მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასუს ონლაინი”: სპეციალურ მმართველს შეუძლია კომპანია გააკოტროს

5f6a182a9540c
ლიკა გურაბანიძე
22.09.20 20:41
1067

“კონსტიტუციასთან შეუსაბამობაა, როცა სპეციალური მმართველი პრაქტიკულად იმ ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი, რომელსაც კომპანიის სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვა შეუძლია", - ამის შესახებ “კავკასუს ონლაინის” აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ კოპალაძემ კომპანიაში სპეციალური მმართველის შესაძლო დანიშვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალურ მმართველს პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლია კომპანია გააკოტროს.

ამასთან, როგორც კოპალაძემ აღნიშნა, რაც “კავკასუს ონლაინის” მენეჯმენტმა ამ დროის განმავლობაში ვერ გააკეთა, სპეციალურ მმართველს ზუსტად იგივე პრობლემები ექნება.

“ჩვენ ამაზე შეკითხვები პარლამენტში დახურულ და ღია საკომიტეტო მოსმენებზე არაერთხელ დავსვით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. თავდაპირველად კანონპროექტში სპეციალურ მმართველს დროებითი მმართველი ერქვა და კანონი ორწლიან ვადას ითვალისწინებდა. ორი წლის თავზე მას შესაძლებლობა ჰქონდა, აუქციონზე კერძო საკუთრებაში არსებული ქონება გაესხვისებინა. თუმცა, შემდეგ ეს ნორმა ამოღებული იქნა და ასევე ამოღებული იქნა სპეცმმართველის კომპანიაში ყოფნის ვადიანობაც.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მმართველი ორი წლის თავზე ქონებას არ გაყიდის, ის თავიდანვე მოდის, როგორც კომპანიის ახალი მესაკუთრე", - განაცხადა კოპალაძემ.

ცნობისთვის: „კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე აცხადებს, რომ სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში აპირებენ.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე "კავკასუს ონლაინს" 270,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა. ამასთან, კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუკი ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი მოთხოვნა არ იქნებოდა შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად სხვა სახის სანქცია იქნებოდა განხილული. ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა, ეს სანქცია კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა.