კომუნიკაციის კომისიის ხელმძღვანელის კახა ბექაურის განცხადებით, “კავკასუს ონლაინის” ახალ აზერბაიჯანელ მეწილეებს მასთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდათ, თუმცა, მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. ამის შესახებ ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის ონლაინ სხდომაზე განაცხადა, სადაც “კავკასუს ონლაინში” სპეცმმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.
კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ კომუნიკაციის პრობლემა მხარეებს შორის არ არსებობს და თუ “კავკასუს ონლაინის” ახალ ბენეფიციარებს სურთ, რომ საქართველოში არსებულ განხილვებში დაინტერესებულ მხარედ ჩაერთონ, ამას როგორმე დააფიქსირებდნენ. ასე უპასუხა მან “კავკასუს ონლაინის” იურისტის განცხადებას, რომელიც ითხოვდა, რომ სპეცმმართველის დანიშვნამდე ინფორმაცია ბენეფიციარისთვისაც მიეწოდებიდათ. “კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საომარი კონფლიქტის გამო, მათ “ნექსოლ ჰოლდინგთან” დაკავშირება და საქმის კურსში ჩაყენება ვერ მოახერხეს.
“შუამდგომლობას იმაზე აყენებთ, რომ ბენეფიციარი წარმოების პროცესში დაინტერესებულ მხარედ ჩავრთოთ?
თუ ბენეფიციარს სურს, რომ დაინტერესებული მხარე იყოს, თავად მოახერხებს რამენაირად და ჩვენ ეს კომუნიკაცია გვაქვს.
სხვა ფორმატში მოლაპარაკებები იწარმოებოდა პირადად ჩემთან, რომელმაც, სამწუხაროდ, შედეგი არ მოიტანა.
არცერთხელ არ დაუყენებია არცერთ წინა წარმოებაში და არც სურვილი გამოუთქვამს, რომ დაინტერესებულ მხარედ ჩართულიყო. რამენაირად თქვენს გარეშეც მოახერხებს, თუ ამის სურვილი აქვს, რომ ადმინისტაციულ პროცესში დაინტერესებულ მხარედ ჩაერთოს ან თქვენ აღგჭურვავთ ამ უფლებამოსილებით. სანამ ეს ასე არ არის, ძალიან გთხოვთ, თქვენი სახელით ისაუბრეთ.
დაინტერესებული მხარე ამ შემთხვევაში არის “კავკასუს ონლაინი” და არა ბენეფიციარი”,- აცხადებს კახა ბექაური.
კომუნიკაციების კომისიის განცხადება - რატომ დაინიშნა სპეცმმართველი "კავკასუსში"
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა