საგარეო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ “კავკასუს ონლიანში” სპეციალური მმართველის დანიშვნით ქვეყანამ როგორც ბიზნესგარემო, ასევე მისი საერთაშორისო იმიჯი დააზიანა. მაჭავარიანმა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში "კავკასუს ონლაინის" მეწილის, საინვესტიციო ჰოლდინგ Neqsol-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ პროცესს გეოპოლიტიკური განზომილება აუცილებლად ექნება. ამასთან, მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ როგორც დაჩქარებული წესით კანონის მიღება, ასევე კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა საქმეში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის გარეშე არ მოხდებოდა.
“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან, აზერბაიჯანიდან შემოდის ბიზნესმენი, რომელიც საუბრობს სწორედ ამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების განვითარებაზე, მათ სწორედ მოახერხეს და შეკრეს ყაზახეთიდან კასპიის ზღვის გავლით ინფრასტრუქტურა, შემოდის საქართველოში, საქართველო ხდება მნიშვნელოვანი მოთამაშე. ვხედავთ რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომელმაც ლოკალურ დონეზე დაანგრია ბიზნესგარემო და ამასთანავე საერთაშორისო დონეზე შეარყია საქართველოს იმიჯი.
მოდით შევხედოთ, ვინ არიან მოთამაშეები ამ პროექტში - აზერბაიჯანი, ყაზახეთი, საქართველო -ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ისევე აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორზე. ეს არის სწორედ ის დერეფანი, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
თქვენ წარმოგიდგენიათ 10 წლის წინ, რომ ვინმეს ეთქვა BP-ის პროექტზე, რომ იქ წილები არასწორადაა განაწილებული, თქვენ წარმოგიდგენიათ რას იზამდა ამერიკის ადმინისტრაცია?
უნდა ითქვას, რომ ამ პასიურობით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი, რადგან ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი ჩართულობის გარეშე ამ პროექტში ვერავინ ვერაფერს ვერ გააჩერებდა, როგორ ფიქრობთ კახა ბექაური ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებას როგორ მიიღებდა?”- აცხადებს ივანე მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, 2019 წელს Neqsol Holding-მა შეიძინა 49%-იანი წილი კომპანია Nelgado ლიმითედში, რომელიც “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიაა. სწორედ ეს გარიგება გახდა კომუნიკაციების კომისიისთვის სადავო, რის გამოც 1 ოქტომბერს კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დაინიშნა.
ეს ტრანზაქცია მიმართული იყო Neqsol Holding-ის მიერ “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1,200-კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით შექმნილიყო ფართო საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებდა.
Neqsol Holding-ის ინფორმაციით, გარიგება შედგა ისე, რომ მის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ “კავკასუს ონლაინმა” დაარღვია კომუნიკაციების შესახებ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები, როდესაც მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება წინასწარ კომისიას არ შეუთანხმა.
2020 წლის ივლისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოღვაწე კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.
Neqsol Holding-ის შეფასებით, ახალი კანონმდებლობა არაკონსტიტუციურია და ის რეგულატორს უპრეცედენტოდ ფართო უფლებებს ანიჭებს. 2020 წლის 1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ კანონის სწორედ ახალი ჩანაწერის საფუძველზე, კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნა.
კომპანია ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას