10.ივლისი .2020 12:44

კახა ბექაური ადასტურებს, რომ კანონპროექტის ინიცირება ისე მოხდა, რომ "ოპერატორებს მხოლოდ მისი არსი და მიზანი გააცნეს"

views 696
უკან

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ადასტურებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ისე მოხდა, რომ "ოპერატორებს მხოლოდ მისი არსი და მიზანი გააცნეს". ბექაურმა უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს, რომელიც დაინტერესდა, პარლამენტში წარდგენამდე და დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნამდე, დარგის სპეციალისტები იყვნენ თუ არა ჩართული მის განხილვაში.

როგორც ბექაური განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი დაჩქარებულად იქნა განხილული მთავრობაზე და ასეთივე ფორმით იქნა შეთავაზებული პარლამენტისთვის,"სტანდარტით ვერ მოხდა კომპანიებთან კომუნიკაცია". 

"ჩვენ წარდგენამდე მოვიწვიეთ ოპერატორები და გავაცანით ცვლილებების არსი და მიზანი. მართალია ვერ მოხერხდა, რომ მათ ჰქონოდათ უკუკავშირის საშუალება, თუმცა კომუნიკაცია სულ გვაქვს და ამას ვაკეთებთ ახლაც, პარლამენტში განხილვების დროსაც , - განაცხადა ბექაურმა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაჩქარებული წესით ითხოვს, განხილული იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რაც არასამთავრობო სექტორის და დარგის სპეციალისტების შეფასებით, "პირდაპირ გულისხმობს საკუთრების უფლების ხელყოფის უფლებას დაკანონებას, წინააღმდეგობაში მოდის კოსტიტუციასთან და კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილებებს უზრდის".

კანონპროექტით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.

ზემოთხსენებულ კანონპროექტებს ამ წუთებში პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა