მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა ბექაურის განცხადებით სპეც. მმართველის დანიშვნის კანონს უკუქცევითი ძალა არ ექნება

5f0e0dfc63e29
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.20 23:50
918
პარლამენტში ამ დრომდე გრძელდება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომა, რომელზეც დეპუტატები და კომუნიკაციების სექტორის წარმომადგენლები კომისიის თავჯდომარეს, კახა ბექაურს უსმენენ. მოსმენა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ეხება, რომელიც კომუნიკაციების კომისიას უფლებას აძლევს რამდენიმე დაჯარიმების შემდეგ დანიშნოს კომპანიაში სპეციალური მმართველი

კახა ბექაურის განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად, კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და ეს ჩანაწერი მეორე მოსმენით წარდგენილ დოკუმენტში აისახება. ამასთან, კახა ბექაურის განცხადებით კანონი მიღების შემთხვევაში არ იქნება უკუქცევითი ძალის მქონე და შესაბამისად ის არ გავრცელდება იმ დარღვევებზე, რომლებიც წარსულში (კანონპროექტის მიღებამდე) მოხდა.

10 ივლისს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ხმაურიანი განხილვა შედგა, რაც პარლამენტში დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტს ეხება. 

მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.

კანონპროექტში სწორედ ეს მუხლი შეიცვალა და სპეც.მმართველს კომპანიის აქტივების გასხვისების უფლება აღარ აქვს, თუმცა კანონპროექტის არსებულ რედაქციაში კვლავ შენარჩუნებულია მუხლი, რომელიც კომპანიებში სპეც.მმართველის დანიშვნას გულისხმობს. 

სპეციალური მმართველი კომპანიის წილებს ვეღარ გაასხვისებს - რა დათმობაზე მიდის ბექაურის უწყება?