ბიძინა ივანიშვილი და ფონდი "ქართუ" თბილისს იპოდრომის ტერიტორიას გადასცემს, სადაც ცენტრალური პარკი გაშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პროექტის პრეზენტაციაც თბილისის საკრებულოში გამართა.
„დღეს დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი "ქართუ" თბილისს იპოდრომის ტერიტორიას გადასცემს, სადაც ცენტრალური პარკი გაშენდება", - თქვა კალაძემ.
მისივე თქმით, ცენტრალური პარკის პროექტი, ასევე, "ქართუს" დაფინანსებით განხორციელდება.
ცნობისთვის: თბილისის ცენტრში 272,669 კვადრატულ მეტრზე მდებარე ძველი იპოდრომის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 2020 წლის ივნისში ტერიტორია გაიყიდა თუმცა, ტერიტორიის ბენეფიციარი მესაკუთრე უცვლელი დარჩა და ის კვლავ ივანიშვილია. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის პანამური ოფშორის „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელის“ შვილობილმა კომპანიამ, შპს ინვესტ კაპიტალმა 2020 წლის 16 ივნისს ძველი იპოდრომის ტერიტორია ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე - “ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ქართუზე” გაყიდა.
ბიძინა ივანიშვილი დედაქალაქის ცენტრში იპოდრომის მასშტაბის კიდევ რამდენიმე ობიექტს ფლობს, მათ შორისაა „ლაგუნა ვერეს“ და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა