მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება

5d9da00b0db22
BM.GE
09.10.19 12:51
1182
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც კალაძემ დღეს, ISUZU-ს ახალი, 8-მეტრიანი ავტობუსების წარდგენისას განაცხადა, ყვითელი ავტობუსები, რომლებიც დღეს თბილისს ემსახურება, უმძიმეს მდგომარეობაშია და მერიის ამოცანა, მათი რაც შეიძლება, სწრაფად ჩანაცვლებაა.

„ყვითელი ავტობუსები, რომლებიც დღეს თბილისს ემსახურება, არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით წარმოადგენენ სერიოზულ პრობლემას და ამავე დროს, ამ ავტობუსებით გადაადგილება დისკომფორტია.

ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსების პარკი, ასეთი, ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს და გვინდა, რომ მთლიანდ განვაახლოთ მეტროსადგურები, შევიძინოთ ახალი შემადგენლობები და იმ ძველი შემადგენლობების რეაბილიტაცია ჩავატაროთ, რომელიც ამას ექვემდებარება.

გარდა ამისა, დავიწყეთ ძალიან მნიშნელოვანი რეფორმის განხორციელება ტაქსების და პარკირების მიმართულებით. ეს ყველაფერი საერთო ჯამში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ტრანსპორტი ქალაქში იყოს მოწესრიგებული და მე პირობა დავდე, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი ინფრასტრუქტურით: გზებით, ავტობუსის ზოლებით, თვითონ ავტობუსებით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ჩვენ ამას შევძლებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 60 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე, euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები შემოვიდა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ავტობუსები ევროპის მოედანზე წარადგინა. ახალი ავტობუსები თბილისში ხვალიდან გამოჩნდება.