მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: covd-19 საახალწლო განწყობას ვერ და არ უნდა მოერიოს

5fd9b89412cda
ინგა მურუსიძე
16.12.20 11:45
605
"უნდა ვეცადოთ, კოვიდი საახალწლო განწყობას ვერ და არ მოერიოს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

კალაძემ სხდომის დაწყებისას ისაუბრა საახალწლო განწყობაზე და თქვა, რომ მთავარია, "ერთიანი საზეიმო განწყობის შექმნა, რომ ბავშვები არ დაითრგუნონ და მოხუცებმა თავი მარტო არ იგრძნონ". 

„რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის; ყველამ უნდა შევქმნათ იმედიანი განწყობა, უნდა ვეცადოთ, რომ საახალწლო განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. ეს დღეები უნდა იყოს სიყვარულით, თანადგომით და სითბოთი სავსე. ჩვენ გვინდა ერთიანობით, სოლიდარობით აღსავსე თბილისი.

სოლიდარობის, ერთმანეთის გვერდში დგომის და ერთმანეთის მხარდაჭერაზე მაგარი, არაფერია. მეამაყება, რომ ამ რთულ ვითარებაში მთელი თბილისი გაერთიანდა, რომ გვერდში დავდგომოდით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა პანდემიის დროს, პროცესი ახლაც გრძელდება. ეს ნამდვილად საამაყოა“, - განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის: ხვალ თბილისში მთავარი ნაძვის ხე აინთება, ხოლო ახალი წლის ღამეს დედაქალაქში ნახევარ მილიონიანი კონცერტი გაიმართება, მაგრამ - მაყურებლის გარეშე. ორივე ღონისძიება მოქალაქეებისთვის ტელეეკრანებზე გადაიცემა.