მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: ფოტოგრაფებსაც დავეხმარებით

5f61c09e361a4
თელარა გელანტია
16.09.20 11:35
1386
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია ფოტოგრაფებსაც დაეხმარება.

ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა და იქვე დასძინა, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად, ბიუჯეტში, დაახლოებით, 3 მლნ ლარის მოძიება შეძლეს.

მერი ირწმუნება, რომ ქალაქის მთავრობა პრობლემების წინაშე მოქალაქეებს მარტო არ დატოვებს.

„მე მინდა, გამოვეხმაურიო ფოტოგრაფების გულისტკივილს და მინდა, მათაც მივმართო - მათაც დავეხმარებით. მოგვმართონ მერიაში და არსებული პროგრამის ფარგლებში შევძლებთ მათ მხარდაჭერას. მგონი, ყველას კარგად გვესმის არსებული ვითარება, არსებული მდგომარეობა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. სხვა მხრივ, ჩვენი მხრიდან თანადგომა იქნება“, - მიმართა მერმა ფოტოგრფებს.