მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე გიორგი გახარიასთან შეხვედრას ადასტურებს

612fba9a10408
BM.GE
01.09.21 21:36
2583
თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

კახა კალაძემ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის დედაქალაქის მერობის კანდიდატების შეფასებას არ აპირებს, ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვას კი, საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

„შეხვედრა რამდენჯერმე შედგა. იყო ზარი ჩემს ტელეფონზე. ნებისმიერ ადგილზე მოითხოვა შეხვედრა, სადაც ვეტყოდი. თბილისის მერიაში შედგა შეხვედრა. უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა საკუთარი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო. თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს. დაველოდოთ 2 ოქტომბერს. მე კანდიდატებს არ ვაფასებ. მაქვს ჩემი ხედვა, კონცეფცია და ქალაქის განვითარების გეგმა, რომელსაც რამდენიმე დღეში წარვუდგენ დედაქალაქის მოსახლეობას, სადაც ვისაუბრებ ყველა იმ განსახორციელებელ პროექტებზე, გადასაჭრელ პრობლემებზე, ასევე, რა გამოწვევებია დედაქალაქში, რას გავაკეთებთ და როგორ წარმომიდგენია ქალაქი ოთხი წლის შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა დედაქალაქის მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.