მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: ივანიშვილის ქველმოქმედება ბიზნესისთვის ყინულმჭრელის როლს ასრულებს

5f845d6214f4c
ინგა მურუსიძე
12.10.20 17:42
1151
"ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, აზღვევს და ეხმარება სახელმწიფოს, ასევე კი, კერძო სექტორისა და ბიზნესისთვის ყინულმჭრელის როლს ასრულებს",  - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მან პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო აქტებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ადიგენის რეგიონში გარდამტეხ მომენტად იქცა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, აბასთუმანს აღორძინებასთან დაკავშირებით.

„მისი ინიციატივით, დაბა აბასთუმანში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მიმდინარეობს კულტურულ-ისტორიული ძეგლების აღდგენა, მათ შორის რომანოვების სასახლის და რაც მთავარია, ბოლო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციები, რომელიც თავისი არსით ასევე საქველმოქმედოა, რეგიონს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველს და საინტერესოს გახდის. ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, ერთი მხრივ, აზღვევს და ეხმარება სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი, კერძო სექტორისა და ბიზნესისთვის ყინულმჭრელის როლს ასრულებს, რაც რეგიონში დამატებითი ინვესტიციების შემოსვლასა და დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს.

რეგიონისა და თითოეული ოჯახის ეკონომიკურად გაძლიერებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი საკითხია ეკოლოგია, რისთვისაც ასევე ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, უახლოეს მომავალში, ელექტრომობილების შემოყვანა იგეგმება და აბასთუმანს ტერიტორიაზე მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი გადაადგილდება, რათა უნიკალური ბუნება და ჯანსაღი გარემო მაქსიმალურად შევინარჩუნოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.