მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე-მედიას: კარგი, მოვრჩით - არავინ სვამს ბენზინს და სახლში არ მიაქვს

5dc160e7a6666
ლიკა გურაბანიძე
05.11.19 15:56
1006
დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

სხვადასხვა მიგნებებს შორის მოხვდა საწვავის გაზრდილი ხარჯებიც. კერძოდ, IDFI-ის ცნობით, მერიის ავტოპარკის საწვავით მომარაგება 2018 წლის განმავლობაში 1,671,201 ლარი და 28 თეთრი დაჯდა, რაც 2017 წელთან შედარებით 278,000 ლარით მეტია.

„ალბათ, იყო ამის საჭიროებაც... არავინ სვამს ბენზინს და სახლში არ მიაქვს. იყო ამის საჭიროება“, - ამ მოკლე პასუხით შემოიფარგლა დღეს თბილისის მერი ამ თემაზე ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად.

ასევე მოკლედ უპასუხა დედაქალაქის მერმა IDF-ის კვლევის იმ ნაწილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, 2018 წელს მერიის და საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება გაიზარდა.

„ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება განპირობებულია აუცილებლობიდან გამომდინარე”, - აღნიშნა კალაძემ.