მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: საბჭოზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, პირადად, დავსვი

5ecbbaa8362bc
ინგა მურუსიძე
25.05.20 16:31
1403
ველოდებით რეკომენდაციებს, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ სათადარიგო ავტობუსებსაც, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მერი ირწმუნება, რომ მან დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პირადად დააყენა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების საკითხი, თუმცა ყველა ელოდება სპეციალისტების რეკომენდაციებს.

"ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. დღეს გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდია მოთხოვნა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ მითითება არ არის, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს. როგორი წესებით უნდა იარონ ადამიანებმა. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა და როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შევასრულებთ მას“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მზაობას, რაში გამოიხატება ის, კალაძე განმარტავს, რომ ქალაქს მოემსახურება ყველა ის შემადგენლობა, რაც გააჩნია სატრანსპორტო კომპანიას.

„მზად ვართ იმისთვის, რომ ახლა რომ ვუთხრათ ნებისმიერ სამსახურს, მძღოლები დასხდებიან და მოემსახურებიან ქალაქს.
გამოყენებული იქნება დამატებითი რესურსი იმ ავტობუსებისა, რაც ქალაქს ჰყავს მობილიზებული. დაახლოებით, 700-მდე ავტობუსი გვყავს, მათგან 500 ემსახურება ქალაქს ჩვეულებრივ შემთხვევაში, ხოლო დღევანდელ პირობებში დაემატება სათადარიგო ავტობუსებიც, თუ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა კალაძემ.