მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე სატრანსპორტო პოლიტიკის კრიტიკოსებს პასუხობს - "დრო ძალიან ცოტაა"

5f92882e6e76f
სალომე მეცხვარიშვილი
23.10.20 11:38
1039
თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკის კრიტიკოსებს პასუხობს. მისი თქმით, ხშირად ისმის ბრალდებები, რატომ არ მოხდა რეფორმის ფარგლებში, ჯერ ავტობუსების შემოყვანა და მერე სხვა პროექტების განხორციელება.

“ამას აქვს მარტივი ახსნა - დრო არის ძალიან ცოტა, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დღეები, დასაკარგი თვეები, შესაბამისად, ამ რეფორმის ფარგლებში ყველაფერი პარალელურად ხორციელდება. 

ეს არის ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროექტი; პარალელურად, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. ჩნდება საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს უფრო სწრაფი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია”, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ახლდება მიკროავტობუსების ავტოპარკიც.

თბილისის მერმა დღეს საზოგადოებას BMC-ის მარკის 126 გაზზე მომუშავე ავტობუსი და "ფორდის" მარკის 200 მიკროავტობუსი წარუდგინა.