მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე თბილისელებისთვის ანგარიშის ჩაბარებას იწყებს

609cd674794d0
ინგა მურუსიძე
13.05.21 11:35
1233
18 მაისიდან თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას იწყებს.

როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გაკეთებულ საქმეებზე სულ 7 პრეზენტაციას გამართავს.

"მოსახლეობამ 4 წლის ვადით აგვირჩია და ეს მანდატი წელს იწურება. ჩვენ ვასრულებთ უფლებამოსილებას, რომელიც მოსახლეობამ მოგვანიჭა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოებას წარვუდგინეთ 7 ძირითადი პოლიტიკა, რაც იყო ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა თბილისის მოსახლეობას - ეს იყო ურბანული პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების, კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შვიდივე მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა.

"ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა პრობლემაც ბევრია, რომელთა მოსაგვარებლად მზად ვართ", - აღნიშნა კალაძემ.

მან თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.