მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: წლის ბოლომდე ავტობუსების პარკი სრულად განახლდება

60487cd0661e5
ინგა მურუსიძე
10.03.21 12:13
851
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წლის ბოლომდე ავტობუსების პარკი სრულად განახლდება. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, მერიამ ავტობუსები უკე შეიძინა და ახლა მოწოდებას ელის.

„როდესაც უკვე შესყიდული ავტობუსების მოწოდება დასრულდება, ავტობუსების პარკი განახლდება, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით - გვსურს, კიდევ შემოვიყვანოთ დამატებით 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღესვე, თბილისის მერმა თქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქში მოძრავი ე.წ. ყველა "ყვითელი მიკროავტობუსები" სრულად ახალი "ლურჯი მიკროავტობუსებით" ჩანაცვლდება.

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, დედაქალაქში მხოლოდ 1 000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს, დანარჩენ მარშრუტებს კი 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება.