მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით

5ee9c3a824070
ინგა მურუსიძე
17.06.20 11:20
978

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "ვარკეთილის ბაზრობაზე" გაჩენილ ხანძარზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სადაზღვევო კომპანიამ დაზარალებულების დახმარებაზე მზადყოფნა გამოთქვა.  

„მთავარია, რომ მსხვერპლი არ არის; დაიწვა ტანსაცმელი, სარეალიზაციოდ გამზადებული საქონელი, იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების გმირული მუშაობის შედეგად მოხდა ლიკვიდაცია ხანძრის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გამოვუთქვით თანადგომა დაზარალებულ ადამიანებს. გუშინ სიტუაციას ვაკვირდებოდით და მოვისმინეთ, რომ სადაზღვევო კომპანიამ, რომელშიც დაზღვეული იყვნენ ეს ადამიანები, გამოხატა მზაობა, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაც მათ მიადგათ. მიმდინარეობს მოკვლევა, ყველაფრის დაზუსტება და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს იმას, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. გარდა ამისა, დაზარალებულების თემა ინდივიდუალურად განიხილება და ჩვენც, მერიაც მზად ვართ, ჩავერთოთ განხილვებში და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით მათ“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამ საკითხზე პრემიერს პირადად ესაუბრა და გადაწყდა, რომ მომდევნო დღეებში შეხვედრები გაიმართება.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციისთვის: 15 ივნისის საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხური დაიწვა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ბაზრობის მთლიანი სივრცე 9,399 კვადრატული მეტრია და ის სრულად შპს "ვარკეთილი-96"-ს ეკუთვნის, რომელიც სავაჭრო ფართებს მოვაჭრეებზე აქირავებს. "ვარკეთილის ბაზრობა' სადაზღვევო კომპანია "ირაოშია" დაზღვეული.