13.სექტემბერი .2019 14:07

კახა კალაძე ხაზარაძეზე - უკეთესი იქნება ჭორაობას თავი დავანებოთ

views 397
უკან

თბილისის მერი კახა კალაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას მაშინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა, ჭორაობას უწოდებს.

კალაძის თქმით, თუ ეს ისტორია რეალობას შეესაბამება, ხაზარაძეს მაშინვე უნდა ეთქვა ამ ყველაფრის შესახებ და არა ახლა.

“მე ჭორაობას დავარქმევ ამას და ასე შევაფასებ. თუ რამე მსგავსი იყო, გამოსულიყო და ეთქვა მაშინ, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, როცა ეს ისტორია მოხდა? შოთაძე დიდი ხანია გათავისუფლებულია. უკეთესი იქნება ჭორაობას თავი დავანებოთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე შოთაძის ხილვა მისთვის მოულოდნელი იყო.

ipn.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა