21.ნოემბერი .2020 11:35

კახა კალაძე: ხმა მივეცი ეკონომიკურ განვითარებას და წარმატებულ საქართველოს

კახა კალაძე: ხმა მივეცი ეკონომიკურ განვითარებას და წარმატებულ საქართველოს
views 384
უკან

"დღეს, ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და წარმატებულ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ კახა კალაძემ ხმის მიცემის პროცედურის გავლის შემდეგ განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, განმეორებითი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, კახა კალაძემ მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობისთვის ფასილიტატორ ელჩებს მადლობა გადაუხადა.

„თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია, ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და იქ გაგრძელდება მუშაობა. ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ხმა საირმის ქუჩაზე, N64 საარჩევნო უბანზე მისცა.

დღეს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა