თბილისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე კახა კალაძემ ანდრია ბასიალაია დანიშნა.
კახა კალაძემ ახალი მოადგილე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
"მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მოადგილის ახალი კანდიდატურა ანდრია ბასილაია, რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. ანდრია სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე იყო დღემდე. ის პროფესიით არის ეკონომისტ-პოლიტოლოგი. დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი, მანამდე კი ვესტთაუნის სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა ანდრიას წარმატებები ვუსურვო, მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ერთიანი ძალისმევით ბევრ მნიშვნელოვან და საკეთილდღეო პროექტს განვახორციელებთ და ბევრ საინტერესო პლატფორმებს შევთავაზებთ კულტურის, ხელოვნების და სპორტის წარმომადენლებს", - განაცხადა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, ანდრია ბასილაია 2017 წლიდან თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ბოლო პერიოდში კი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის 2002 წლიდან დღემდე, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, 2004-2006 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკში უფროსი ეკონომისტი იყო; 2006-2008 წლებში შპს „მულტიპლექს სოლუშენის“ ფინანსური/გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა; 2008-2010 წლებში შპს „გეოინკორის“ ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2010-2011 წლებში კი, შპს „ბრავო რექორდსის“ გენერალური დირექტორი იყო. ანდრია ბასილაია 2002 წლიდან ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო საზოგადოების წევრია.
შეგახსენებთ, რომ მერის მოადგილის პოსტი ვაკანტური მერიიდან სოფიო ხუნწარიას წასვლის შემდეგ გახდა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი