მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

5ec251261efc8
ინგა მურუსიძე
18.05.20 13:15
1928
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია თანამდებობას ტოვებს.

თბილისის მერიაში ამ ეტაპზე აღნიშნულს ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა bm.ge-ის ინფორმაციით, ხუნწარიამ მერს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. საკადრო ცვლილებაზე წერს "ინტერპრესნიუსიც". 

შეგახსენებთ: სოფიო ხუნწარია თბილისის მერიაში 2017 წლიდან მუშაობს; ის 2018 წლამდე კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო, ხოლო 2018 წლიდან დღემდე მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კახა კალაძეს ამჟამად 5 მოადგილე ჰყავს.