მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სკოლებზე მოთხოვნა იზრდება - მზარდია სწავლის საფასურიც

BM.GE
12.07.23 10:37
109
2023 წლის სექტემბრის სასწავლო წლისთვის კერძო სკოლების ნაწილმა რეგისტრაცია უკვე დაასრულა, მეტიც უმეტეს სკოლაში რეგისტრაცია ვადაზე ადრე მორჩა. კერძო სკოლების წარმომადგენლები ამას გაზრდილი მოთხოვნით ხსნიან და ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ წელს იმაზე მეტი ბავშვი მიიღეს ვიდრე გასულ წლებში. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მზარდ მოთხოვნასთან ერთად, კერძო სკოლებში სწავლის საფასურიც მზარდია, კერძოდ მატება დაახლოებით 10%-ია. კერძო სკოლებში ფასთა ზრდას ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ გასულ წლებთან შედარებით მატების ტემპი შენელებულია. რა მდგომარეობაა საქართველოში კერძო სკოლების ბაზარზე, როგორია მოთხოვნა და ფასები?