მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა ოქრიაშვილი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს

5e763256b739c
თამუნა ქემერტელიძე
21.03.20 19:25
2414
პე-ეს-პეს დამფუძნებელი და დეპუტატი კახა ოქრიაშვილი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს. 

როგორც ის bm.ge-სთან ამბობს, იქმნება ფონდი, სადაც 300 000 ათას ლარს ორშაბათსვე გადარიცხავს.

"მე ხშირად ვაკრიტიკებდი მთავრობას, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ვამაყობ მათით. მივესალმები საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და მათ ვაფასებ, როგორც არა ნაჩქარევ, ან დაგვიანებულ, არამედ ზედმიწევნით დროულად და ეფექტიანად გადადგმულ ნაბიჯებს. აგრეთვე, მსურს, დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიმართ და მზად ვარ, ფონდს, რომელიც სპეციალურად კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად იქმნება, შევწირო 300 000 ლარის ოდენობის თანხა,"- აცხადებს ოქრიაშვილი.