მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა შარაბიძე: თითქოს სახელმწიფო მოწადინებული არაა, რომ აქ ინვესტორი შემოვიდეს

619b7e64c0930
მარიამ ვარადაშვილი
23.11.21 00:10
1774
იურიდიული კომპანია BLB-ს დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის აზრით, საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სისტემური მიდგომა სჭირდება. გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას მან იმ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას.

“ინვესტიციების მოზიდვა კომპლექსური პროცესია და არ შეიძლება თუნდაც მხოლოდ სასამართლოს ჭრილში ვისაუბროთ მასზელ თუ ავიღებთ 10-ქულიან ცხრილს, ვნახავთ, რომ საქართველო ალბათ ორ ქულასაც ვერ მიიღებს, რადგან ინვესტიციების მოსაზიდად ყველა ქვეყანა სისტემურ ძალისხმევას იყენებს. შარშან გამოქვეყნდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ძალიან კარგი კვლევა, სადაც ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკაა ასახული და საუბარია იმაზე, რომ სისტემური მიდგომაა აუცილებელი. ჩვენზე წინ მდგომი სახელმწიფოები მეტ თანხასა და ძალისხმევას ხარჯავენ, რომ ინვესტიციები მოიძიონ. ჩვენთან ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. გარდა იმისა, რომ გარემო არ ვარგა, ქვეყანას გაფუჭებული აქვს საინვესტიციო იმიჯი. სახელმწიფო ინსტიტუტებიც კი არ ზრუნავენ იმაზე, რომ ამ ვითარებაშიც მაინც მოახერხონ ინვესტორთან მისვლა და მათი შემოყვანა”, - აცხადებს კახა შარაბიძე.

საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის მიმზიდველობის ზრდაზე საუბრისას, იურიდიული კომპანია BLB-ს მმართველმა პარტნიორმა ისიც აღნიშნა, რომ „არსებულ ინვესტორებზე ზრუნვა არის კიდევ ერთი პრობლემა, რადგან ერთი საკითხია ინვესტორის შემოყვანა, მეორეა აქ რას ახვედრებ და როგორ ზრუნავ მასზე“.

"საქართველოში უკვე შემოსულ ინვესტორებზე ზრუნვა არ გრძელდება. თითქოს ჩანს, რომ სახელმწიფო მოწადინებული არ არის იმისკენ, რომ აქ ინვესტორი შემოვიდეს”, - დასძინა კახა შარაბიძემ.

საქართველოს არსებული ბიზნეს-გარემოს ჭრილში BLB-ს მმართველმა პარტნიორმა „ნამახვანჰესის“ $800-მილიონიანი პროექტიც ახსენა და თქვა, რომ ENKA-სა და სახელმწიფოს შორის მიმდინარე პროცესი, რომელმაც შესაძლოა, საერთაშორისო არბიტრაჟში გადაინაცვლოს, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს აზიანებს.