“თუ სავაჭრო ქსელები 24-ში გაიხსნება, ამის წინასწარ ცოდნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია,” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გახსნის შესახებ წინასწარ ცოდნა, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, მოსახლეობის გაფრთხილებაში და ნაკადების სწორად მართვაში დაეხმარება.
“ეკონომიკურ ჯგუფთან კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს, რადგან ერთმანეთთან საუბარი სატელევიზიო ეთერებით გვიწევს. ვფიქრობ, რომ სავაჭრო ქსელები ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული ქსელია, რომელიც წესებს ზედმიწევნით სწორად იცავს. ჩვენს პერსონალში კოვიდ-ინფიცირებულების რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია. რატომ არის წერტილოვანი შეზღუდვა მნიშვნელოვანი? შენ ამ დროს აბსოლუტურად სწორად იგეგმები, გავრცელების რისკი სად არის მაღალი და დაბალი", - განაცხადა კახა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, რეალიზაციის ⅔ სწორედ დეკემბრის მეორე ნახევარში მოდის და ICR ჯგუფი ნაკადების სწორად მართვისთვის მზადაა.
"ჩვენ რეალიზაციის საათებს გავზრდიდით, დავიწყებდით დილის 9-საათზე და გვიანობამდე ვივაჭრებდით. ვიცით, რომ სავაჭრო ცენტრებში მყიდველები სამსახურის შემდეგ მიდიან და ამიტომ სპეციალურ ფასებს დღის პირველ ნახევარში შევთავაზებდით, რათა მათ დღის პირველ ნახევარში მისვლის მოტივაცია ჰქონოდათ და ნაკადებს ამის მიხედვით ვმართავდით. ეს ყველაფერი ეკონომიკურ გუნდთან გადაგზავნილი გვაქვს.
იანვარი-თებერვალი ჩვენი ტიპის ბიზნესებისთვის ყოველთვის კრიტიკულია, ამიტომ შემოსავლების თვალსაზრისით დეკემბერში გახსნა მნიშვნელოვანია, ეს გვიჩვენებს რამდენად შევძლებთ მომდევნო თვეების გადატანას”, - განაცხადა ხაზარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი