მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა ხაზარაძე: საახალწლოდ სავაჭრო ქსელები გაიხსნება თუ - არა, პასუხი არ გვაქვს

5fd78c2290144
ლიკა გურაბანიძე
14.12.20 22:30
935

“საახალწლოდ სავაჭრო ქსელები გაიხსნება თუ - არა, პასუხი არ გვაქვს,” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბიზნესი ბოლო პერიოდში განცხადებებს ძირითადად პანდემიის საფრთხეების შესახებ ისმენს.

“აქ საუბარი არის იმაზე თუ რა მოხდება და ეს ყველაფერი ეკონომიკაზე როგორ აისახება. პარალელურ რეჟიმში კოვიდთან ერთად უნდა ვიცხოვროთ და ეკონომიკაც ვმართოთ. მიმდინარე წელს ჩვენი ბიზნესი, სპეციფიკიდან გამომდინარე, ზარალზე მუშაობს, რაც რთულია. მოგეხსენებათ, მეოთხე კვარტალი რითეილ სექტორისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დეკემბერი განსაკუთრებით მომგებიანია. ჩვენ სფეროში 120 ათასი ადამიანია დასაქმებული. დეკემბრის გარდა, იანვარი, თებერვალი საკმაოდ მძიმე თვეები იქნება და ეს საბოლოო ჯამში, სექტორშიც მძიმე სურათს შექმნის", - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ამ დრომდე საქართველოში ონლაინ ვაჭრობას ბაზრის, დაახლოებით, 3%-5%-მდე წილი ეჭირა, ხოლო ლოქდაუნის დროს ეს რიცხვი 10%-მდე გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი პროდუქციის რეალიზაციის დადებითი დინამიკას არ ასახავს.

“ონლაინ ვაჭრობა არ არის იმ დონეზე საქართველოში, რომ ჩვეულებრივი ვაჭრობის ჩანაცვლება მოხდეს", - განაცხადა ხაზარაძემ.