მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კახეთი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარეა... ყოველი მეორე ტურისტი დადის კახეთში“ - პრემიერი

60e6a83973afe
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.21 11:20
693
დღეს, საქართველოს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კახეთში, ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი, 15 კმ-იანი მონაკვეთი გახსნეს, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებით ხორციელდება.

პრემიერმა კახეთის მხარის განვითარებაში ინფრასტრუქტურის და გზების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა.

„მთავარი სიახლე, რაც გვაქვს, ეს სრულყოფილი, 4-ზოლიანი ავტობანის მშენებლობაა, რომელიც მალე დაიწყება. ჯამში, კახეთში ინფრასტრუქტურაზე და ახალია გზების მშენებლობაზე 2 მლრდ ლარი დაიხარჯება, გარდა ამისა დაემატება შიდა გზების მოვლა, რომელიც ამ ბიუჯეტში არ შედის. რეალურად, მთელი კახეთის გზების სურათი მომდევნო წლებში აბსოლუტურად შეიცვლება. კახეთი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რეგიონია და თუ ყოველი ტურისტი არა, ყოველი მეორე ტურისტი დადის კახეთში, ამიტომ ჩვენ მთავრობა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა პროექტის დონორს - მსოფლის ბანკის წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით 10-წლიანი გეგმის მიხედვით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 32 მლრდ ლარი დაიხარჯება.