მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთის გზატკეცილზე McDonald’s-ის ახალი რესტორანი გაიხსნა

5f2e6d3716706
BM.GE
08.08.20 13:14
4561
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე McDonald’s-ის ახალი რესტორანი გაიხსნა. ამის შესახებ McDonald’s Georgia-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა აღნიშნული.

“ახალი რესტორანი დაგვემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი საყვარელი პროდუქტების მირთმევას ახალ მისამართზე შეძლებ.

მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული კრიზისისა, ჩვენ განვაგრძობთ რესტორნების ქსელის გაფართოებას და ერთგული მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას.

მაკდონალდსთან ერთად, ახალ რესტორანში განთავსდა მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი მაკკაფეც, რომელიც პრემიუმ ყავისა და დესერტების მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია. ლოკაციაზე მოქმედებს მაკდრაივის 24- საათიანი სერვისი”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.