მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში 1200 ჰა-ზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება - პროექტის ბიუჯეტი 2,1 მლნ

61f38ed041097
ინგა მურუსიძე
28.01.22 11:26
802
„საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 115 000 ლარია. სამუშაოების სრულად განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების 5 სოფლის (ხირსა, ხორნაბუჯი, ქვემო მაჩხაანი, ანაგა, სამთაწყარო) 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე.

როგორც bm.ge-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, იწმინდება და წესრიგდება 13 კმ სიგრძის არხი; 2,5-კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები.

„სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას ინტენსიურად ვახორციელებთ. კახეთის რეგიონში სამუშაოები მიმდინარეობს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ ძირითად გამანაწილებელზე, რომელიც წყალს აწვდის მაგისტრალური არხის ბოლო მონაკვეთებს, სადაც ავარიული მდგომარეობა იყო და არხს გამტარუნარიანობა შეზღუდული ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ არხის რეაბილიტაციით, 1200 ჰექტარ სავარგულზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება“, - აცხადებს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი დავით წითლიძე.