მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში გზების მშენებლობისთვის 98 მლნ ევრო დაიხარჯება – ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა

624452298e2c0
BM.GE
30.03.22 16:47
870
დღეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა, ხელი მოაწერეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმებას კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტისთვის 97.7 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

პროექტი ითვალისწინებს კახეთის რეგიონში საგზაო სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებას თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის გასწვრივ. პროექტის ფარგლებში აშენდება 17 კმ სიგრძის ოთხი საავტომობილო ზოლის მქონე გზის მონაკვეთი საგარეჯოდან ბადიაურამდე (ლოტი 3) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის დერეფნის ფარგლებში, მათ შორის გზების საავტომობილო კვანძი, ხიდების (ავტომაგისტრალის და მიწისზედა ხიდების), მიწისქვეშა გადასასვლელების და გზის კიდის მშენებლობის ჩათვლით.

პროექტი დააჩქარებს კახეთის რეგიონის განვითარებას, ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის პოტენციალის გაზრდას. მისი განხორციელების შედეგად, შესაძლებელი იქნება შედარებით უფრო ხანმოკლე და უსაფრთხო მგზავრობა დედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა რეგიონებამდე.

პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.