06.სექტემბერი .2019 17:43

კახეთში მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ

views 347
უკან

ყვარლის მუნიციპალიტეტში, აქცია მიმდინარეობს. მევენახეები სოფელ ზინობიანის ცენტრში შეიკრიბნენ და ყურძნის ფასს აპროტესტებენ. მათი თქმით, ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასი 70 თეთრია, რაც გაწეულ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.

აქციის მონწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, ღვინის კომპანიებთან უშუამდგომლონ, რისთვისაც ორდღიან ვადას აძლევენ.

"70 თეთრი თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს. ეს ფასი ჩვენთვის მევენახეებისთვის მიუღებელია.მოვითხოვთ ხელისუფლებამ გვიშუამდგომლოს ღვინის კომპანიებთან და ერთი კილოგრამის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ იყოს. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საპროტეატო აქციებს გავაგრძელებთ“, - აცხადებენ ფერმერები.

გავაზის, ჭიკაანის, ზინობიანის და ახალსოფლის მევენახეების მოთხოვნებს ადგილზე გაეცნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და ხელისუფლების წარმომადგნელები. სადაც გადაწყდა რომ მოთხოვნას რამდენიმე ფერმერთან ერთად დიალოგის რეჟიმში განიხილავენ.

 

წყარო:ipn.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა