მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კახეთში მოსახლეობის 90%-ს გამართული სამელიორაციო სისტემა არ აქვს“ - მაყვლის მწარმოებელი

60dd745fa61e6
თათია კაკიაშვილი
01.07.21 20:20
1114
„კახეთში მოსახლეობის 90%-ს გამართული სამელიორაციო სისტემა არ გააჩნია“, - ამის შესახებ მაყვლის მწარმოებელმა ელისო ღვინიაშვილმა BMG-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მაყვლის მოსავლის ხარისხზე ეს პრობლემა მწვავედ მოქმედებს, რომ არაფერი ითქვას იმაზე, რომ წელს სეტყვამ და გვალვამ მაყვლის მოსავალი პრაქტიკულად გაანადგურა.

„ნებისმიერ მცენარეს და მათ შორის, მაყვალსაც პირველი კვება სჭირდება მარტის ბოლომდე. ანუ თვეში ერთხელ სარწყავი სისტემის არხებში გამოშვება ნაადრევი და ჩვეულებრივი ჯიშის მაყვლისთვისაც აუცილებელია. ივნისში სიცხეების დროს ასევე აუცილებელია ყოველ მეორე დღეს მორწყვა. კახეთის რეგიონში მოსახლეობის 90%-ს სარწყავის პრობლემა აქვს. წარმოიდგინეთ, კენკრის კრეფა რომ უნდა დავიწყოთ, იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ აქვს მელიორაციას გამოშვებული სარწყავი წყალი არხში”, - განაცხადა მაყვლის მწარმოებელმა ელისო ღვინიაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი საექსპორტო კენკრაში ერთი წერტილი მაინც არის დაზიანებული, ის მთელ ნაყოფს აფუჭებს და საექსპორტო ბაზარზე პრობლემები იქმნება.