მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 52 მაღაზია დაჯარიმდა

60bc880467e67
BM.GE
06.06.21 12:30
1731
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა კახეთის რეგიონში შეამოწმეს 130 სპეციალიზებული მაღაზია, საიდანაც 52 მათგანში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. სეს–ის ინფორმაციით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ.

"სურსათის ეროვნული სააგენტო უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით, განაგრძობს სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა",– ნათქვამია განცხადებაში.