მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში სტიქიისგან დაზიანებულ მოსავალს „ალდაგი“აანაზღაურებს

60926da57b9ed
BM.GE
05.05.21 14:12
1159
კახეთში მომხდარი მასშტაბური სტიქიის ანაზღაურებაზე სადაზღევვო კომპანია "ალდაგი" აქტიურად მუშაობს. ამ დრომდე ზარალის ანაზღაურებაზე "ალდაგში" 400-მდე განაცხადია შესული.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, სტიქიიდან მეორე დღესვე მათ დაიწყეს რეგიონის აღწერა, რათა  გლეხებისთვის თანხების ანაზღაურება დროულად მოხდეს.

სტიქია კახეთში 29 აპრილს მოხდა და 30 აპრილს განმეორდა. დაზიანებულია 24 სოფელი ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, ყვარლის მუნიციპალიტეტებში.

„ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. ძირითადად ვაზი და ერთწლოვანი კულტურები დაზიანდა. ჩვენი ადგილობრივი და ცენტრალური ოფისები აქტიურად მუშაობენ, რომ დროულად შევძლოთ რეგიონის დახმარება,“ - განაცხადა "ალდაგის" აგროდაზღვევის მიმართულების კოორდინატორმა ივანე ბუჯიაშვილმა.

"ალდაგი" 2014 წლიდანვეა ჩართული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. ამ დროის განმავლობაში მას 17 მილიონ ლარზე მეტი აქვს გლეხებისთვის ანაზღაურებული. ბოლო წლების განმავლობაში "ალდაგმა" კიდევ უფრო დახვეწა ანაზღაურების სისტემა, რომლის შედეგად გლეხებს თანხები სტიქიის დადგომისთანავე, რამდენიმე დღეში უნაზღაურდებათ.

გლეხებს მოსავლის დაზღვევა "ალდაგში" ახლაც შეუძლიათ. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, მათ დაზღვევის რეალური ღირებულების ნახევრის ან 30%-ის გადახდა მოუწევთ. ვაზის შემთხვევაში სახელმწიფო სუფსიდია 50%-ია. ფერმერებს, ვაზის გარდა, შეუძლიათ დააზღვიონ მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღწეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები და ციტრუსი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)