20.აგვისტო .2019 12:47

კახიძის N10-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

უკან

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კახიძის N10-ში, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე 33 ოჯახი ცხოვრობს.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. 2019 წელს ჩუღურეთის რაიონში მსგავსი სამუშაოები 13 მისამართზე უკვე დასრულდა.

NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა