მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების გადასახადისგან გათავისუფლება ტურიზმის სექტორს სტიმულს მისცემს - ჯანიაშვილი

624b23834d968
BM.GE
04.04.22 20:30
1619
მთავრობამ დღეს ტურისტული სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის თქმით სახელმწიფოს მხრიდან გაწეული შეღავათები სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის სტიმულის მიმცემი იქნება.

„ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან და ყველა საჭიროება განიხილება შეხვედრებისას. ძალიან სასიხარულოა, რომ 2021 წლის ქონების გადასახადი სრულად ჩამოეწერათ განთავსების, კვებისა და სასმელების ობიექტებს, ასევე ტურ-ოპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს, რაც მათთვის დამატებით შეღავათია აწარმოონ ბიზნესი და მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღადგინონ ის ტურისტული ნაკადები, რომლებსაც ვმასპინძლობთ. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დაწყებიდან სახელმწიფო გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს კერძო სექტორს, რისი მთავარი მიზანიც ტურიზმის ინდუსტრიის ძალიან სწრაფი და დროული აღდგენაა“.-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა. 

"2021 წლის ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება: სასტუმროებისა და სხვა განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;  რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება; ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება,"- ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებაში.

საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება.