კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია “ეისითიმ“ ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 11-16 ივნისის პერიოდში 802 რესპონდენტი გამოიკითხა.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინები და ევროპული არჩევანის უპირატესობების უპირობო აღქმა აქვს.
„ეისითიში“ ამბობენ, რომ ქართველების 90%-სთვის ევროკავშირის წევრობა ქვეყნის განვითარების მომავალს ნიშნავს.
კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ გამოკითხულების აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - როგორც გზა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ - მნიშვნელოვანია: ასეთია გამოკითხულების 84%-ის აზრი. მათი რიცხვი, ვისაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოდ ეჩვენება, 11%-ს არ აღემატება. კითხვაზე პასუხის გაცემა კი 5% უჭირს.
ამასთან, ყოველი მეორე გამოკითხული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უახლოესი თვეების განმავლობაში ელის (50%). სტატუსის მიღების იმედი 33%-ს არ აქვს, კითხვაზე პასუხის გაცემა კი რესპონდენტების 17%-მა ვერ შეძლო.
კითხვაზე - თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ვისი დამსახურება იქნება, პასუხებმა უჩვენა, ქვეყანაში რამდენად არის დისკრედიტირებული პოლიტიკური კლასი და როგორ რჩებიან მოქალაქეები საკუთარი თავის იმედად/ამარა. კერძოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, გამოკითხულების ყველაზე დიდი წილი - 40% ხალხის დამსახურებას დაინახავს. კრებსითად საქართველოს მთავრობის როლზე საუბრობს 2-ჯერ ნაკლები - რესპონდენტების - 20%. პარლამენტის, ქვეყნის პრემიერის და პრეზიდენტის როლზე კი, მთლიანობაში, 14% მიუთითებს. დასავლეთის/ევროპელი პარტნიორების როლზე რესპონდენტების 9% საუბრობს.
იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყანა ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, 10-დან 4 გამოკითხულისთვის ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება (38%). რესპონდენტების 16%-ის აზრით, შექმნილ ვითარებაზე ასევე პასუხისმგებელი საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და ბიძინა ივანიშვილია. გამოკითხულების 12% ოპოზიციური პარტიების ბრალეულობასაც ხედავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი